გერმანია და შეერთებული შტატები უკრაინის გარშემო რუსული აგრესიის განსახილველად მზად არიან, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, გერმანია არის ამერიკის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და მიმდინარეობს მუშაობა ევროპაში რუსული აგრესიის შემდგომი შეკავებისთვის.
შოლცმა, რომელიც კრიზისში არასაკმარისი ლიდერობის გამო კრიტიკის ქვეშ არაერთხელ მოექცა, ვიზიტის წინ განაცხადა, რომ რუსეთს ძალიან ძვირი დაუჯდება, თუ უკრაინაში შეიჭრება. ამასთან, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია ლიეტუვაში დამატებით 350-მდე ჯარისკაცს გზავნის.