რუმინეთში 100 ამერიკელი ჯარისკაცი ჩავიდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შიშის ფონზე, აშშ-ის დამატებით 100 სამხედრო მოსამსხურე რუმინეთში განლაგდება.

აშშ 1000 სამხედროს რუმინეთში, 2000-მდე ჯარისკაცს კი, პოლონეთში გზავნის. რუმინეთში აშშ-ის 900-მდე ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული.

ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან.