ლიეტუვა სთხოვს შეერთებულ შტატებს, ქვეყანაში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ძალები მუდმივად განათავსოს. ამის შესახებ ბალტიისპირეთის ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ შეერთებულ შტატებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ აშშ-ის როტაციული ძალები მუდმივად იქნებიან ლიეტუვაში. ეს იქნება უსაფრთხოებისა და შეკავების საუკეთესო ფაქტორი, რაც NATO-ს შეუძლია, უზრუნველყოს არამარტო ლიეტუვაში, არამედ მთელ რეგიონში“, - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.
500-მდე სამხედროსგან შემდგარი საბრძოლო დანაყოფების რეგულარული როტაცია ლიეტუვაში 2019 წლიდან მიმდინარეობს.
ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დაახლოებით 5000 ჯარისკაცია NATO-ს 30 წერი 20 სახელმწიფოდან.
დასავლეთის ცნობით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან უპრეცედენტო ძალა განათავსა. უკრაინა და მისი საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთების ფონზე, რომ რუსეთი შესაძლოა, შეჭრისთვის ემზადებოდეს, მოსკოვი ასეთი გეგმის არსებობას უარყოფს.
ამავე თემაზე