დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინაში მყოფ ბრიტანელებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა

დიდი ბრიტანეთის მთავრობა უკრაინაში მყოფ ბრიტანელ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„უკრაინაში მყოფმა ბრიტანელმა მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ ქვეყანა კომერციული რეისების საშუალებით“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ლატვია, ნიდერლანდები, იაპონია და სამხრეთ კორეა ასევე იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ NATO-მ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის საკითხზე გამართული ონლაინშეხვედრის შესახებ, რომელშიც მსოფლიოსა და ევროპის ლიდერები, სულ 8 ქვეყნის პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო ბრიტანეთის პრემიერიც.