ბრაზილიაში მეწყერს სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ მეწყერს სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა. BBC ცნობით, სტიქია რიო დე ჟანეიროს შტატში, მთიან დასახლებაში ჩამოწვა და 180-მდე საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.

ამასთან, თავშესაფარშია გადაყვანილი 300-ზე მეტი მცხოვრები.