ნიგერიის მთავრობის ცნობით, მათ მიერ დამნაშავეების წინააღმდეგ დაწყებულ საჰაერო ოპერაციას 7 ბავშვი ემსხვერპლა.
როგორც BBC წერს, შემთხვევა სოფელ ნაჩადეში მოხდა. ოთხი ბავშვი ადგილზე დაიღუპა, სამი კი მაშინ, როდესაც ისინი საავადმყოფოში მიჰყავდათ. დაშავებულია კიდევ 5 ბავშვი.
ამასთან, ნიგერიის მთავრობის ცნობით, მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.