უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდება. ამასთან, „გაგრძელდება უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა“.
- დავგმე რუსეთის სამხედრო ძალების ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა. მივაწოდე მას ინფორმაცია იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც ვდგამთ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დასაგმობად, მათ შორის, დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში. მან მთხოვა, დავურეკო მსოფლიო ლიდერებს და მკაფიოდ ვისაუბრო პრეზიდენტ პუტინის აშკარა აგრესიის წინააღმდეგ და გვერდში დავუდგე უკრაინელ ხალხს. ხვალ მე შევხვდები დიდი შვიდეულის ლიდერებს. აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები დააწესებენ მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას.
დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს
პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს