საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ზალკანიანის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია აბსოლუტურად მიუღებელია.
„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევას და უზრუნველყონ სიტუაციის დეესკალაცია“, – წერს ზალკალიანი.
ამავე თემაზე
დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს
პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს