ჩვენ ვართ და მუდამ ვიქნებით მშვიდობიანი გზის მხარეზე, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მზად არის, კონსტიტუციის შესაბამისად წარმოადგინოს საქართველო ყველა ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა.
„ჩემი მხრივ, მზად ვარ, რომ წარმოვადგინო საქართველო, როგორც ამის უფლებას მაძლევს კონსტიტუცია, ყველა იმ ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა, რამეთუ უკრაინის საკითხი, ყველა ჩვენი საკითხია და საჭიროა, რომ საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც. ჩვენ ვართ და მუდამ ვიქნებით მშვიდობიანი გზის მცდელობის მხარეზე, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეზე და ეს არის ის, რაც უნდა იყოს ჩვენი ერთსულოვნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამავე თემაზე
დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს
პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს
BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის
ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული