ომის ამ აქტს სისუსტის გარეშე, ცივსისხლიანად, მტკიცედ და ერთიანად ვუპასუხებთ, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
„მინდა მივესალმო უკრაინის პრეზიდენტის გამბედაობასა და სიმტკიცეს. ეს გარდამტეხი მომენტია ევროპის ისტორიაში. რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა სერიოზული თავდასხმა განეხორციელებინა ევროპაში მშვიდობასა და სტაბილურობაზე“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
ცნობისთვის, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელორუსის ტერიტორიიდან.
NATO უკრაინაზე რუსეთის შემზარავი თავდასხმის ბელორუსის მხრიდან ხელშეწყობას უმკაცრესად გმობს.
ასევე წაიკითხეთ
პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს
BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის
ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა