უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ.
„ჩვენი დამცველები საკუთარ სიცოცხლეს წირავენ, რათა 1986 წლის ტრაგედია არ განმეორდეს“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე.
უკრაინის პრეზიდენტი ამ ფაქტს მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადებად აფასებს.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური განთავსებული იყო უკრაინის ტერიტორიაზე, ქალაქ პრიპიატთან ახლოს, ქალაქ ჩერნობილიდან 18, ბელორუსის საზღვრიდან 16 და უკრაინის დედაქალაქ კიევიდან 110 კილომეტრის დაშორებით. 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე (იმ დროისთვის — უკრაინის სსრ) მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად, რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია.
პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს