პარლამენტში რიგგარეშე სხდომა 25 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა

25 თებერვალს, 12 : 00 საათზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაინიშნა.

სხდომა მოწვეულია პრეზიდენტის განკარგულებით, რომელსაც შესაბამისი მოთხოვნით საპარლამენტო ოპოზიციამ მიმართა.

საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გაგზავილი მოთხოვნის გათვალისწინებით რიგგარეშე სხდომა მოწვეულია შემდეგი დღის წესრიგით:

1. პრემიერ -მინისტრის მოსმენა უკრაინაში დაწყებული ომის, არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს პოზიციონირების შესახებ;

2. საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობის, ქმედითი დახმარების აღმოჩენის, მათ შორის ჰუმანიტარული, ასევე უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან რეგლამენტი პლენარულ სხდომაზე პრემიერის დაბარების განსხვავებულ წესს ითვალისწინებს.


პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა

ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს

BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის

ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებულ