რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის გამო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) საპატიო პრეზიდენტი აღარ იქნება. გადაწყვეტილების შესახებ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კვირას გამოაცხადა.
IJF-მა პარასკევს განაცხადა, რომ გააუქმა 20-22 მაისის ღონისძიება რუსეთში.
„ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია სინანულით აცხადებს, რომ 2022 წლის გრანდ სლემი რუსეთში, ყაზანში გაუქმებულია", - განაცხადა IJF-ის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა.