BP რუსულ „როსნეფტში“ 20%-იან წილს თმობს

ნავთობისა და გაზის კომპანია BP რუსულ სახელმწიფო კომპანია „როსნეფტს“ ტოვებს და 20%-იან წილზე უარს აცხადებს. „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს დატოვებენ BP-ს ხელმძღვანელი ბერნარდ ლუნი და კომპანიის ყოფილი ტოპ-მენეჯერი ბობ დადლი.
 
„რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე აგრესიის აქტია, რომელსაც ტრაგიკული შედეგები აქვს რეგიონში. BP 30 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსეთში, არაჩვეულებრივ რუს კოლეგებთან. თუმცა ეს სამხედრო ქმედება ფუნდამენტურ ცვლილებას წარმოადგენს. ამიტომ, BP-ს სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფ „როსნეფტთან“ თანამშრომლობა ვერ გაგრძელდება“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.