შვეიცარიის პრეზიდენტის იგნასიო კასისის თქმით, სავარაუდოდ, ნეიტრალური შვეიცარია შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და რუსულ აქტივებს გაყინავს.
კასისმა, განაცხადა, რომ ფედერალური საბჭო ორშაბათს შეიკრიბება და განიხილავს ფინანსთა და ეკონომიკის დეპარტამენტების რეკომენდაციებს.
კითხვაზე, შეუერთდება თუ არა შვეიცარია ევროკავშირს რუსული აქტივების გაყინვაში, მან უპასუხა, რომ ”დიდი ალბათობაა, რომ მთავრობა ამას გადაწყვეტს ხვალ", თუმცა წინასწარ ვერ განჭვრეტს, გადაწყვეტილებებს, რომელიც ჯერ არ მიღებულა.
ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს