კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკური რეალობა შეიცვალა, თუმცა აღნიშნა, რომ „ვერ ხედავს საფუძველს იმისთვის, რომ ეჭვი შეიტანოს რუსეთის ცენტრალური ბანკის ეფექტურობასა და სანდოობაში“.
„ეკონომიკური რეალობა საგრძნობლად შეიცვალა. ეს მძიმე და პრობლემური სანქციებია, თუმცა რუსეთს აქვს პოტენციალი აანაზღაუროს ზიანი. რუსეთი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აყალიბებდა გეგმებს შესაძლო სანქციების მიმართ, მათ შორის ყველაზე მკაცრი სანქციების მიმართ. გვაქვს საპასუხო გეგმები, რომელიც შემუშავდა და ხორციელდება“, - თქვა პესკოვმა.
რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან