გაეროს ბირთვული დამკვირვებელი ჩერნობილში გამგზავრების ინიციატივით გამოდის. მისი ეს შეთავაზება რუსეთის ძალების მიერ ევროპის უდიდეს ელექტროსადგურ ზაპორიჟიეზე მიტანილ იერიშს მოჰყვა.
„როგორც რუსეთის ფედერაციას, ასევე, უკრაინას ჩემი წინადადება შევთავაზე“, რაც შეიძლება მალე გავემგზავრები ჩერნობილში“, - განუცხადა ჟურნალისტებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ.
გროსიმ განაცხადა, რომ მისი მიზანი იქნება ორივე მხარესთან განიხილოს უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებისა და ფუნქციონირების საკითხი.