იტალიაში, კომოს ტბაზე 8 მილიონი ევროს ღირებულების ორი ვილა ჩამოართვეს რუს პროპაგანდისტ ტელეწამყვანს და პრეზიდენტ პუტინის მხარდამჭერს, 58 წლის ვლადიმირ სოლოვიოვს.
ოპერაცია სპეციალური სავალუტო პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს, ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს მიერ სუპერმდიდარი რუსებისთვის გათვალისწინებული სანქციების გამო. გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყო მთელი იტალიის ტერიტორიაზე.
ასევე წაიკითხეთ:
რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters