აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესს უკრაინისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდა.
ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას ტირანიის და ჩაგვრის წინააღმდეგ.
„ვაპირებთ, გავაგრძელოთ მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც ისინი იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის. მე მოვუწოდებ კონგრესს, მიიღოს $12-მილიარდიანი პაკეტი უკრაინელი ხალხისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერას, ასევე, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ტირანიის და ჩაგვრის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე, რომლის დროსაც ცნობილი გახდა, რომ აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს.
ამავე თემაზე