ჩინეთს აქვს უნიკალური ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც მას შეუძლია, გამოიყენოს ომის დასასრულებლად, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.
ამ კომენტარს წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანის შეხვედრა ჩინელ დიპლომატთან.
„რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა „განსხვავდება იმ ურთიერთობებისგან, რომლებიც ჩვენ, ან პლანეტის ნებისმიერ სხვა ქვეყანას გვაქვს რუსეთთან“, - განუცხადა ნედ პრაისმა ჟურნალისტებს.
„ამის გათვალისწინებით, [ჩინეთს] უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე, ალბათ, ბევრ სხვა ქვეყანას, რათა ბოლო მოეღოს ამ უაზრო ძალადობას, ამ სისასტიკეს, პუტინის წინასწარ განსაზღვრულ ომს“, - დაამატა ნედ პრაისმა.
კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა მიმართა ჩინეთს ეკონომიკური და სამხედრო დახმარებისთვის უკრაინაში მისი ომის ძალების გასაძლიერებლად. რუსეთმა და ჩინეთმა უარყვეს ეს ინფორმაცია.
ასევე წაიკითხეთ
აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters