ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე სრული გამარჯვება მოიპოვა

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აფასებს.

„უკრაინამ საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე სრული გამარჯვება მოიპოვა. ICJ-მ უბრძანა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინაში შეჭრა. გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. რუსეთმა ის დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს. ბრძანების უგულებელყოფა რუსეთს კიდევ უფრო იზოლაციაში მოახდენს“, - წერს თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთს მოსთხოვა, დაუყონებლივ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში. ICJ-ის განაჩენები აღსრულება სავალდებულოა. 


ასევე წაიკითხეთ

ჰააგის სასამართლომ რუსეთს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა