ინდოეთი მზადაა რუსეთისგან მეტი ნავთობი შეისყიდოს

ინდოეთი მზადაა გაიაფებული რუსული ნავთობის შესყიდვების მოცულობა გაზარდოს, იმ ფონზე რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების კომპანიებმა რუსეთის ფედერაციის ნავთობზე უარი თქვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია  Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს. 

რუსულ ნავთობს - Ural-ს ინდოელი ნავთობმომპოვებლები ყიდულობენ. მათ შორისაა Hindustan Petroleum Corp, რომელსაც ინდოეთის სახელმწიფო ფლობს. კომპანიამ ახლახან 2 მილიონი ბარელი ნავთობი იყიდა, რომელსაც ქვეყანა მაისში მიიღებს. რუსული ნავთობის შესყიდვას ინდოეთის სხვა კომპანიებიც გეგმავენ, წერს გამოცემა.  

საუბარია კომპანიებზე  Mangalore Refinery and Petrochemicals Ltd. და Bharat Petroleum Corp-ზე. ამასთან ინდოეთის ნავთობის კორპორაციას აქვს ხელშეკრულება „როსნეფტთან“ 2022 წელს  2 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდებაზე. ხელშეკრულება მხარეებს შორის უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე გაფორმდა. ყველა ამ კორპორაციის მფლობელი სახელმწიფოა.   

ცნობისათვის ინდოეთის ბაზარზე რუსული ნავთობის წილი 2021 წელს 2%-ს შეადგენდა (33 მილიონი ბარელი). ახლო აღმოსავლეთი ინდოეთის ბაზარზე ნავთობის ძირითადი მიმწოდებელია და მასზე იმპორტის 60% მოდის. 

ინდოეთზე საერთაშორისო ზეწოლა იზრდება არა მხოლოდ იმის გამო, რომ დელის რუსეთის უკრაინაში შეჭრა საჯაროდ არ დაუგმია, არამედ იმის გამოც, რომ ინდოეთი რუსეთისგან ფასდაკლებული ნავთობის ყიდვას ამ დრომდე განაგრძობს.

ასევე წაიკითხეთ 

იაპონიის პრემიერი ინდოეთს რუსეთზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს 

Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთი წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავს