ვლადიმირ პუტინზე ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამონათქვამების გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩს ჯონ სალივანის საპროტესტო ნოტა გადასცა.
სამინისტროს 21 მარტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა დემარში გამოაცხადა და ელჩს გადასცა ნოტა, სადაც გამოხატულია პროტესტი რუსეთის პრეზიდენტის მისამართით თეთრი სახლის ხელმძღვანელის, ჯო ბაიდენის „მიუღებელი გამონათქვამის“ გამო.
„აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ამგვარი გამონათქვამმა, რომელიც არ შეეფერება მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეს, აშშ-ის და რუსეთის ურთიერთობა გაწყვეტის პირას მიიყვანა,“ - დასძენენ ნოტის ავტორები.
ბაიდენმა 16 მარტს ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთის პრეზიდენტს „ომის დამნაშავე უწოდა“. ერთი დღის შემდეგ მან პუტინს უწოდა „ნამდვილი ბანდიტი“ და „მკვლელი დიქტატორი“.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინზე: ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა
დიმიტრი პესკოვის თქმით, ჯო ბაიდენის კომენტარი ვლადიმერ პუტინზე „მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა“