რუსული ავიაკომპანიების 78 თვითმფრინავი სანქციების გამო საზღვარგარეთ დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია „მინტრასის“ ხელმძღვანელ ვიტალი საველიევზე დაყრდნობით წერს.
საველიევის განცხადებით, ავიალაინერები „მეგობარ ქვეყნებშიც“ დააკავეს. მათ შორის - თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. მანამდე კი ქვეყნის 111 გადამზიდავი 1367 თვითმფრინავს ფლობდა.
რუსეთი ცდილობს მოელაპარაკოს აღმოსავლეთის სალიზინგო კომპანიებს და ახალი თვითმფრინავების წარმოება დაიწყოს. ამ დროისთვის ავიაპარკის რუსეთის რეესტრში გადატანა მიმდინარეობს. რეესტრში 800 ავიალაინერია აღრიცხული.
ასევე წაიკითხეთ
აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა