რუსმა მიალიარდერმა, რომან აბრამოვიჩმა სანქციებისგან თავის არიდების მიზნით თურქეთში უკვე მეორე იახტა გადაიყვანა. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ამასთან გამოცემა წერს, რომ მდიდარი რუსები სანქციებისგან თავის ასარიდებლად ინვესტიციებს თურქეთში გეგმავენ.
Eclipse, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იახტაა162.5 მეტრის (533 ფუტი) სიგრძით, კურორტ მარმარისში, სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, საბერძნეთის კუნძულებზე გავლით მოხვდა. იახტა ბერმუდის დროშის ქვეშ ცურავს.
აბრამოვიჩის მეორე იახტა Solaris $600 მილიონი ღირს. იახტაზე 100 ადამიანი ეტევა. ეს იახტა ერთი დღით ადრე კურორტ ბოდრუმში ჩავიდა, რათა თავიდან აირიდოს ევროკავშირის ქვეყნების წყლები, რომლებიც სანქცირებული ტერიტორიაა რუსი ოლიგარქებითვის.
ცნობილია, რომ თურქეთი მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის შეჭრას უკრაიანაში, მაგრამ მაინც ეწინააღმდება NATO-სა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებულ სანქციებს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
ასევე წაიკითხეთ
რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News
აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის