აშშ და ნატო თვლიან, რომ ბელარუსი შეიძლება „მალე“ შეუერთდეს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ CNN აშშ-ისა და ნატოს ოფიციალურმა პირებზე დაყრდნობით იტყობინება.
ნატოს სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნის თქმით, სულ უფრო და უფრო სავარაუდო ხდება, რომ "ბელორუსი კონფლიქტში ჩაერთვება".
ამასთან CNN-ი ბელარუსის ოპოზიციურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბელორუსის საბრძოლო ნაწილები მზად არიან უახლოეს დღეებში უკრაინაში შესაჭრელად.
წყაროების განცხადებით, ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ბელორუსი ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ბელარუსმა მონაწილეობა მიიღოს დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეფერხებაში და ომში ამ ფორმით ჩართოს.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 24 თებერვალს რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელორუსის ტერიტორიიდან.
NATO უკრაინაზე რუსეთის შემზარავი თავდასხმის ბელორუსის მხრიდან ხელშეწყობას უმკაცრესად გმობს.
ასევე წაიკითხეთ
ლუკაშენკო: თუ რუსეთს დასჭირდება, ბელორუსის ჯარი უკრაინაში იქნება
პოლონეთმა ბელორუსის საზღვართან განთავსებული სამხედროების რაოდენობა გააორმაგა
რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა - Reuters
უკრაინის საზღვრის დატოვებისას ბელარუსის ელჩს მესაზღვრემ 30 ვერცხლი გადასცა