ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის €1 მილიარდს გამოუყოფს

ევროსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას „ევროპის მშვიდობის ფონდის“ ფარგლებში რუსეთის აგრესიის ფონზე სამხედრო დახმარება გაუორმაგოს. კერძოდ, უკრაინა €500 მილიონის ნაცვლად €1 მილიარდს მიიღებს. 

„არაპროვოცირებული და დაუსაბუთებელი აგრესია რუსეთის მხრიდან უკრაინასთან მიმართებით, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალსა და გაეროს წესდების პრინციპებს. საფრთხეს უქმნის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებას. რუსეთსა და მისი მოკავშრე ბელორუსს ეკისრებს სრული პასუხისმგებლობა აგრესიულ ომზე და დამნაშავეები დაისჯებიან ჩადენილი დანაშაულისთვის. ასევე მშვიდობიან მოქალაქეებზე და ობიეტებზე თავდასხმებისთვის“, - ნათქვამია  ევროსაბჭოს ვებგვერზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ევროკავშირი ითხოვს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. შეიარაღებული ძალები და ტექნიკა  გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან. ასევე პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტესა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი უკრაინას სამხედეო დახმარების ფარგლებში € 500 მილიონს გამოუყოფდა. 

ასევე წაიკითხეთ

Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავენ