გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ რუსეთის არტილერია ქალაქების დაბომბვას განაგრძობს, რადგან სამხედრო ძალის დანაკარგები შეზღუდოს და უკრაინის თავდაცვის ძალების დემორალიზება გამოიწვიოს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, კვლავ გრძელდება ალყა უკრაინის რამდენიმე მსხვილი ქალაქის გარშემო, მათ შორისაა ხარკოვი, ჩერნიგოვი და მარიუპოლი.
"რუსული ძალები თავს არიდებენ ურბანულ ფართომასშტაბიან ოპერაციებს, უფრო მეტად ურჩევნიათ დაეყრდნონ საჰაერო და საარტილერიო დაბომბვის განურჩეველ გამოყენებას დამცავი ძალების დემორალიზების მიზნით". - ნათქვამია სამინისტროს ახალ ანგარიშში.
როგორც დაზვერვის მასალებიდან ჩანს, რუსეთი განაგრძობს ურბანულ ტერიტორიებზე ძლიერი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, რათა შეამციროს საკუთარი, უკვე არსებული, სერიოზული დანაკარგები მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის ფასად.
25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „დონბასის სრულად განთავისუფლებაზე“ კონცენტრირდება.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
CNN: რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უკრაინაში გადაჰყავს
რუსეთმა უკრაინაში „სპეცოპერაციის“ სამიზნე ისევ შეცვალა - მედია
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა