ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს არ მოუთხოვია რუსეთში რეჟიმის ცვლილება. ამის შესახებ Reuters „თეთრ სახლზე“ დაყრდნობით წერს.
„პრეზიდენტი საუბრობდა, რომ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება განახორციელოს ძალაუფლება მეზობლებსა და რეგიონზე. ის არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან ქვეყანაში რეჟიმის შეცვლას", – თქვა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
26 მარტს ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან მომავალ საფრთხეებზე ილაპარაკა და განაცხადა "ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში".
დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილების მონახულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ყასაბი უწოდა.
16 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავეა. შემდეგ დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის კომენტარი ვლადიმერ პუტინზე „მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა“
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხე:
ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინზე: ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა