კანადის პარლამენტმა უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა.
დეპუტატები მთავრობას მიმართავენ, მხარი დაუჭირონ უკრაინას და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.
„ვგმობთ უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებულ თავდასხმას, რომლის ბრძანებაც ვლადიმერ პუტინმა გასცა, რითაც ღიად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები“, – ნათქვამია კანადის მუდმივმოქმედი კომიტეტის მოხსენებაში.
ასევე წაიკითხეთ:
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ
რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება
29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ:
ბლინკენი: კიევის გარშემო მოქმედებების შემცირება, შეიძლება, ყურადღების გადატანის გზა იყოს
Guardian: აშშ-სა და ბრიტანეთის ცნობით, რუსეთის ჯარები კიევის გარშემო რაიონებს ტოვებენ