დუმის თავმჯდომარე: გაზის გარდა, სხვა პროდუქტების ექსპორტიც რუბლში უნდა დავიწყოთ

რუსეთის ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ გაზის გარდა სხვა პროდუქტების ექსპორტიც რუბლში უნდა დაიწყონ. ამის შესახებ WSJ წერს. 

გამოცემის ცნობით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა თქვა, რომ ქვეყანამ უნდა განიხილოს რუბლით გადახდის მოთხოვნა გაზის გარდა, ისეთი მარცვლეულის ექსპორტზე, როგორიცაა ხორბალი, სასუქი, ნავთობი, ხე-ტყე და სხვა საქონელი.

რუსეთი ბუნებრივი აირის გარდა ნავთობისა და ხორბლის მთავარი ექსპორტიორია. ამასთან ერთად, უკრაინის ომმა საფრთხე შეუქმნა ხორბლის მარაგს.

"რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  23 მარტს განაცხადა.

„დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა - გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა 28 მარტს გააკეთა.

ევროკავშირი G7-ის ქვეყნების კვლადდაკვალ რუსული გაზის რუბლზე ყიდვაზე უარს ამბობს. ამის შესახებ რუსულმა მედიმ ევროკომისიის წევრ ერიკ მამერზე დაყრდნობით 29 მარტს დაწერა. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება.

ასევე წაიკითხეთ 

მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს 

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე