უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, რუსებმა ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი მოკლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია რეჟისორ ვიტალი მანსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
"არტდოქფესტის მონაწილე, ლიეტუველი დოკუმენტალისტი მანტას კვედარავიჩიუსი დღეს კამერით ხელში მარიუპოლში მოკლეს“, – წერს ვიტალი მანსკი.
ცნობისთვის, კვედარავიჩიუსმა 2016 წელს დონბასში ომის შესახებ ფილმი გადაიღო, სახელწოდებით „მარიუპოლოსი“. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2016 წლის 14 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ.
ასევე წაიკითხეთ:
ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ