პოლონეთი მზადაა, საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული იარაღი განათავსოს, - ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.
"აშშ-ის ბირთვული რაკეტების პოლონეთში განთავსება მოსკოვს მნიშვნელობას შეაკავებდა. ამერიკელები არ გეგმავდნენ პოლონეთში ბირთვული იარაღის განთავსებას, თუმცა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ ეს რეალობა შეცვალა. ევროპაში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი 150 000 ჯარისკაცამდე უნდა გაიზარდოს", - განაცხადა კაჩინსკიმ.
ცნობისთვის, ამჟამად ევროპაში 100 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ:
ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ