ბრაზილიაში, ძლიერი წვიმით გამოწვეულ მეწყერებს სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროს შტატში, ძლიერმა წვიმამ მეწყერები გამოიწვია. 24 საათის განმავლობაში, სამაშველო სამსახურში 850-მდე ზარი შევიდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ამასთან ღვარცოფმა გადაკეტა ქუჩები, ქალაქის ცალკეული უბნები და მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.