პუტინმა ჯერ კიდევ არ აჩვენა, რომ სერიოზულად ეკიდება დიპლომატიას, - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მომხრეა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
„პუტინმა ჯერ კიდევ არ აჩვენა, რომ სერიოზულად ეკიდება დიპლომატიას. დიდი ბრიტანეთისა და ჩვენი მოკავშირეების მკაცრი მიდგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციის გასაძლიერებლად. ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად და სხვებსაც მოვუწოდებთ, მეტი გააკეთონ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ასევე წაიკითხეთ:
რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს
შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
"ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი.
ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ