„ამ მოლაპარაკებების ფორმატში ვარ პრემიერის წარმომადგენელი“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ Europetime-ს განუცხადა.
„დაველოდოთ პრემიერის პასუხს. მე ამ ფორმატში ვარ პრემიერის წარმომადგენელი. ამიტომ, როგორც პრემიერი უპასუხებს, ისე იქნება" - აღნიშნა აბაშიძემ.
„რა სარგებლობა მოაქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატს და ხომ არ ამოწურა ამ ფორმატმა თავისი თავი“, - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიასგან ამ საკითხით დაინტერესდა.
„დღეს დარბაზში ოპოზიცია რომ იჯდეს, აუცილებლად დაგისვამდათ ამ კითხვას, მაგრამ ვიდრე ისინი აქ არ არიან, მე წავეშველები და გკითხავთ აბაშიძე - კარასინის ფორმატზე. რა სარგებელი მოაქვს ამ ფორმატს და ხომ არ ამოწურა მან თავისი თავი?“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
გიორგი გახარიას თქმით, კარასინი-აბაშიძის ფორმატს თავისი თავი არ ამოუწურავს. მეათე მოწვევის პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა დღეს უნდა გამოუცხადოს.