აშშ-ს კვალდაკვალ პუტინის შვილებს სანქციები ბრიტანეთმაც დაუწესა. სანქცირებულთა სიაშია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გერიც. ამის შესახებ საუბარია სანქციების განახლებულ სიაში, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა 8 აპრილს წარმოადგინა.
სანქციების თანახმად ლავროვისა და პუტინის შვილების აქტივები დიდ ბრიტანეთში გაიყინება, ასევე მათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლაც ეკრძალებათ.
6 აპრილს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებსა და რუსული ელიტის წევრებს ახალი სანქციები დაუწესა. სანქცირებულ პირთა შორისა პუტინის ორი შვილი, მარია პუტინა და კატერინა ტიხონოვა. ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცოლ-შვილი.
„ჩვენი სანქციების უპრეცედენტო პაკეტი ურტყამს ელიტას და მათ ოჯახებს, ამავდროულად ამცირებს რუსეთის ეკონომიკას იმ მასშტაბით, რაც რუსეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ უნახავს”,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.
ასევე წაიკითხეთ
აშშ-მ რუსული ელიტის წევრებსა და პუტინის შვილებს, ახალი სანქციები დაუწესა
მედია: ბუჩას მოვლენების შემდეგ პუტინის ორ შვილს ევროკავშირის სანქციები ემუქრება