აშშ-ის 42-ე პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა The Atlantic- თან განაცხადა, მისი პრეზიდენტობის ვადაში მან რუსეთის პირველ პრეზიდენტ ბორის ელცინს და შემდგომ მის შემცვლელ ვლადიმერ პუტინს რუსეთის NATO-ში გაწევრიანება შესთავაზა.
კლინტონი ყვება, რომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთს დახმარებოდა 21-ე საუკუნის „უდიდესი დემოკრატია“ გამხდარიყო.
მისი თქმით აშშ-მ რუსეთის ფედერაციას გამოუყო $1,6 მილიარდი ბერლინიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ჯარის გასაყვანად „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ფარგლებში. ასევე რუსეთი „დიდ შვიდეულის“ ქვეყნების გაერთიანებაში მიიწვია.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ღია ვინახავთ NATO-ს კარებს რუსეთის შესვლისთვის, რაც მე ელცინს და შემდეგ მის მემკვიდრეს ვლადიმირ პუტინს ვუთხარი“, - თქვა კლინტონმა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ცრუ ბრალდებებს უწოდა, რომ აშშ-ის ხელისუფლება რუსეთის იზოლაციას ცდილობდა, - განაცახადა კლინტონმა.
კლინტონის განცხადებით, ის ელცინს 18-ჯერ შეხვდა, ხოლო პუტინს 5-ჯერ. „მოსაზრებები, რომ ჩვენ ვახდენდით რუსეთის იგნორირებასა და იზოლაციას, სიცრუეა. დიახ, NATO ფართოვდებოდა რუსეთის პოზიციის მიუხედავად, მაგრამ ალიანსის გაფართოება არ უკავშირდებოდა მხოლოდ აშშ-ს და რუსეთის ურთიერთობას“, - აღნიშნა კლინტონმა.
2017 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ რეჟისორ ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან შესთავაზა ბილ კლინტონს ეფიქრა რუსეთის NATO-ში გაწევრიანებაზე. პუტინის თქმით, კლინტონმა უპასუხა: „კარგი, მე არ ვარ წინააღმდეგი”, რის შემდეგაც, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ”მთელი ამერიკული დელეგაცია განერვიულდა”.
2022 წლის თებერვალში პუტინმა განაცხადა, რომ ასეთი შეთავაზება კლინტონთან 2000 წელს მოსკოვში ვიზიტის დროს გააკეთა და აშშ-ს პრეზიდენტის რეაქცია „ძალიან თავშეკავებული იყო“.
1949 წელს ჩამოყალიბებული NATO-ს არსებობის მანძილზე რუსეთმა სამჯერ სცადა სამხედრო ალიანსში გაწევრიანება. 1954 წელს მოსკოვმა შესთავაზა საბჭოთა კავშირის მიღებას NATO-ში. 1990-იან წლებში ბორის ელცინმა ასევე შესთავაზა რუსეთს ალიანსში გაწევრიანება. 2000 წელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პუტინმა ეს საკითხი კლინტონთან მოლაპარაკების დროს დააყენა.