მარიუპოლის მერი: ომის დაწყებიდან ქალაქში, სულ მცირე 10 000 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა

"ომის დაწყებიდან ქალაქში სულ მცირე 10 000 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა", - ამის შესახებ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.

ბოიჩენკო არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში 20 000-საც აღემატებოდეს.

"რუსეთის ძალებმა მარიუპოლში მობილური კრემატორიუმები ჩაიტანეს. ასევე ისინი მარიუპოლში ჰუმანიტარულ კოლონებს არ უშვებენ, რათა თავიანთი დანაშაული დამალონ.​ საოკუპაციო ძალებს ცხედრები სავაჭრო ცენტრში აქვთ მოთავსებული, სადაც მაცივრებია", - განაცხადა ბოიჩენკომ.

ასევე წაიკითხეთ:

აზოვის ბატალიონი: რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა

ცნობისთვის, პრიველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.  

მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. 

2 აპრილს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადაა, რომ თურქეთი მზადაა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებისთვის. 

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ

ვალერი ზალუჟინი: მარიუპოლის მცველებთან კავშირზე ვართ, ვაკეთებთ შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც

მარიუპოლის მერის მრჩეველი: ინფორმაცია, რომ თითქოს 36-ე საზღვაო ბრიგადა მარიუპოლის უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადება, Facebook-ის ყალბ გვერდზე გავრცელდა