20 იახტა, რომელიც რუსებს ეკუთვნით, სანქციების გამო ნიდერლანდების ტერიტორიას ვერ ტოვებს. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით ნიდერლანდების ხელისუფლების განცხადებაშია ნათქვამი, .
იახტების სიგრძე 8,5-დან 120 მეტრამდეა. სანქციების შემდეგ, ამ იახტებზე გაძლიერებული კონტროლია. რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება მფლობელების შესახებ ინფორმაციას ამოწმებს. აკრძალულია იახტების გაყიდვა ან ქვეყნიდან გაყვანა. ამ დროისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 2 იახტა ევროკავშირის მიერ სანქცირებული პირების საკუთრებაა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
ასევე წაიკითხეთ
რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News
აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის