რუსეთი რომ იმუქრება, ამაში ახალი არაფერია, - ასე გამოეხმაურა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის კომენტარს, რომელიც NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შესაძლებლობას შეეხებოდა.
„რუსეთი რომ იმუქრება, ამაში ახალი არაფერია. კალინინგრადი მრავალი წელია რაც ძალიან მილიტარიზებული ზონაა და ის ბალტიის რეგიონშია. მჯერა, რომ ამ ქვეყნების NATO-ს წევრებად ყოფნა, მართლაც, მნიშვნელოვნად გააძლიერებს როგორც ალიანსს, ასევე ამ ქვეყნებს და ჩვენს უსაფრთხოებას“, - განუცხადა შიმონიტემ ჟურნალისტებს.
ასევე წაიკითხეთ:
ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს