შვედეთი და ფინეთი თავისუფალნი არიან აირჩიონ თავიანთი მომავალი ჩარევის გარეშე, - ასე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის კომენტარს, რომელიც NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შესაძლებლობას შეეხებოდა.
„რუსეთის მუქარები სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ ახალი არ არის და მხოლოდ აძლიერებს ჩვენს ერთიანობას. შვედეთი და ფინეთი თავისუფალნი არიან აირჩიონ თავიანთი მომავალი ჩარევის გარეშე - გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს რასაც გადაწყვეტენ“, - დაწერა ტრასმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
ასევე წაიკითხეთ:
ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს