ვოლოდიმირ ზელენსკი: ომის დაწყებიდან დღემდე, 2500-3000 უკრაინელი სამხედროა მოკლული

ომის დაწყებიდან დღემდე 2500-3000 უკრაინელი სამხედროა მოკლული. ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენი ინფორმაციით, 2500-დან 3000-მდე სამხედრო დავკარგეთ. კიდევ 10 000 სამხედრო დაჭრილია და რთულია იმის თქვა, რამდენი მათგანი გადარჩება. შედარებისთვის, რუსეთმა ომში უკვე 19-20 ათასი სამხედრო დაკარგა“, - აცხადებს ზელენსკი.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ასევე წაიკითხეთ:

კიევის რეგიონის პოლიციის უფროსი: კიევის ოლქში სულ 900 მოკლული ადამიანი იპოვეს

უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში 198 ბავშვი დაიღუპა, 355-ზე მეტი კი დაიჭრა