იტალია რუსული გემებისთვის პორტებს ხურავს

იტალიის ხელისუფლება 17 აპრილიდან რუსული გემებისთვის პორტებს ხურავს. შეზღუდვა ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტის ფარგლებში ხორციელდება.

იტალიის პორტების ადმინისტრაციამ უკვე მოამზადა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც კვირას, რუსული გემებისთვის პორტები უნდა დაიხუროს. შეზღუდვა ეხება იმ გემებსაც, რომლებმაც დროშა 24 თებერვლის შემდეგ შეცვალეს, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. რუსულმა გემებმა, რომლებიც ახლა იტალიის პორტებში დგანან, ეს ტერიტორია კომერციული საქმიანობის დასრულებისთანავე უნდა დატოვონ. გამონაკლისი დაწესდება იმ გემებისთვის, რომელთაც ავარიული გაჩერება სჭირდებათ.


ევროკავშირმა 8 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი გამოიტანა. რომლის თანახმადაც იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დაშვება, გარდა სასურსათო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული და ენერგომატარებლების ტვირთებისა.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ასევე წაიკითხეთ

პოლონეთი რუსული და ბელარუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს 

Reuters: მსხვილი მოვაჭრეები 15 მაისიდან რუსული ნავთობის შესყიდვას შეაჩერებენ