დიმიტრი პესკოვი: უკრაინული მხარე შეთანხმებულ პუნქტებში დიდ თანმიმდევრულობას არ ავლენს

უკრაინული მხარე რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებში მიღწეულ შეთანხმებებში მუდმივობას არ ავლენს და თავის პოზიციას ცვლის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, მოლაპარაკების პროცესში პროგრესის დინამიკა უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ სამხედრო ოპერაცია გრძელდება.

"სპეცოპერაცია გრძელდება. მინდა გავიხსენო პრეზიდენტის სიტყვები, რომ სამწუხაროდ, უკრაინული მხარე დიდ თანმიმდევრულობას არ ავლენს შეთანხმებულ პუნქტებში. პოზიცია ხშირად იცვლება", – განაცხადა პესკოვმა.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ასევე წაიკითხეთ:

აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი: რუსეთის გეგმა უკრაინის მთავრობის დამხობაა

იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გაცხადებული მიზანი უკრაინის მთავრობის შეცვლაა

ბრიტანული დაზვერვა უკრაინაში ომზე: რუსეთმა მსგავსი ტაქტიკა გამოიყენა ჩეჩნეთში 1999 წელს და სირიაში 2016 წელს