ოქრო ისევ ძვირდება. ექსპერტების შეფასებით, ამის მიზეზია ომი უკრაინაში და რეცესიის რისკი აშშ-ში, რამაც აქტივებზე მოთხოვნა გაზარდა, წერს Bloomberg.
დღეს ოქროს ფიუჩრსის ფასი ტრუას უნციაზე (მასის საზომი ერთეული, უდრის 31,1034768 გრამს) 0,8%-ით გაიზარდა და $1990 გაუტოლდა. მაქსიმალური ფასი ოქროზე ბოლოს 11 მარტს დაფიქსირდა და $1995,05 შეადგინა. „ოქროს გაძვირება გამოწვეულია მაღალი ინფლაციითა და გეოპოლიტიკური რისკებით“ - ამბობს CMC Markets-ის ანალიტიკოსი კელვინ ვონგი. ოქროს ზოდებზე მოთხოვნა იზრდება, 10 წლიან სახაზინო ობლიგაციებზე მოგების 3%-იანი ზრდის მიუხედავად.
ასევე წაიკითხეთ