პენტაგონის პრესსპიკერი: რუსეთის ძალები ქმნიან პირობებს უფრო მასშტაბური და ღია თავდასხმებისთვის უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში

"მარიუპოლი არ დაცემულა, რუსეთის მხრიდან შეტევის მიუხედავად", - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ პრესბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ კვლავ ვხედავთ რუსეთის ავიადარტყმების და არტილერიის კონცენტრაციას დონბასში და სამხრეთით, განსაკუთრებით მარიუპოლის გარშემო და შიგნით. უკრაინის ძალები წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის სულ უფრო აგრესიულ ქმედებებს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება. 


 სევე წაიკითხეთ:

უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსეთის მიერ შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნებია

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს