უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ბულგარეთში ჩავიდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ბულგარეთში ჩავიდა, - ამის შესახებ დმიტრო კულება „ტვიტერზე“ წერს.

„დავალებული მაქვს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან უკრაინაში მშვიდობის მოსაპოვებლად საჭირო გზები მოვიძიო, ბულგარეთის ლიდერებთან შეხვედრის გასამართად სოფიაში ჩავედი,“- წერს კულება.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება. 


ასევე წაიკითხეთ:

უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსეთის მიერ შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნებია

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს