თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მოწოდებით გამოდის

თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა.

„უკრაინის ხელისუფლების მთავარი მოთხოვნა უცვლელია, ის საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. უკრაინას სურს, მიიღოს საერთაშორისო უსაფრთხოების ისეთივე გარანტიები, როგორიც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლშია გაწერილი. ამ ვარიანტის საწინააღმდეგო მოსაზრებები ისმის, განიხილება ალტერნატიული ვარიანტებიც“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება. 


ასევე წაიკითხეთ:

ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს