მატეუშ მორავეცკი: პოლონეთის ჯანდაცვის სამსახურს, სულ მცირე, 10 000 დაშავებული უკრაინელი ჯარისკაცის მკურნალობის შესაძლებლობა აქვს

"პოლონეთის ჯანდაცვის სამსახურს, სულ მცირე, 10 000 დაშავებული უკრაინელი ჯარისკაცის მკურნალობის შესაძლებლობა აქვს", - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დასავლეთით, ქალაქ ლვოვში დროებით გადაადგილებული პირებისთვის ,,კონტეინერების ქალაქი“ შეიქმნა და მასში თავის შეფარება 300-დან 500-მდე ქალსა და ბავშვს შეუძლია.

„ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ, სულ მცირე, 10 000 ჯარისკაცი, საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უკრაინიდან ყველა დაშავებული ჯარისკაცი მივიღოთ და ვუმკურნალოთ“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება. 


ასევე წაიკითხეთ

ნედ პრაისი: რაც ბოლო საათებში ვნახეთ, მკაფიოდ მოწმობს იმ სისასტიკესა და ტერორის კამპანიას, რომელსაც რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ

უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსეთის მიერ შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნებია

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი მარიუპოლში სირიისა და ჩეჩნეთის ომში გამოყენებულ ტაქტიკას იყენებს